პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ოჯახებით ურთიერთობა აქვთ, რაც ღარიბაშვილის წერილშიც აღნიშნული იყო.
"ადამიანი არ არის კუნძული, თქვენ რა გგონიათ, რომ ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან? არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა [აქვთ] და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ადამიანს აქვს სოციალური კონტაქტები. რაც შეეხება გავლენას სახელმწიფო გადაწყვეტილებებს, რაც შეეხება გავლენას პოლიტიკაზე. ამაზე არა თუ ითქვა, ერთი ის, რომ ვინც საუბრობენ, რომ ხელისუფლება არ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, ისინი ვერც ერთი, მათ შორის ევროპარლამენტის წევრები, მათ შორის იმ რეზოლუციაში, ვერავინ არასახელებს ვერც ერთ ფაქტს, როგორ ხდება ამ გავლენის მოხდენა", - ამბობს პაპუაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომლის ერთ-ერთ ნაწილში ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახთან ურთიერთობაზე წერს. აღნიშნულ ტექსტში ის აღნიშნავს, რომ "განსაკუთრებულად ამაყობს" ბერა ივანიშვილთან მეგობრობას.
ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთის და საზოგადოების მხრიდან დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას ვრცელი წერილით გამოეხმაურა, გამოექომაგა ბიძინა ივანიშვილს და კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს.